„ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევა არ არის სწორი. ვფიქრობ, მას არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა. თამარ ჩუგოშვილს მე შევთავაზე, რომ ლოზუნგების და მოწოდებების დრო აღარ არის. ამიტომ, დაიწყოს მან იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს ამ ინიციატივაზე, ოღონდ პირველი ნაბიჯი გადავდგათ და ლოზუნგებს თავი დავანებოთ”.
ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გუშინ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.