ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოთარ კახიძე: გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან, ვინც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს

გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან, ვინც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას რეალურად პრობლემის დასახელება თუ სურს, ხელი კობახიძესა და ანრი ოხანაშვილისკენ კი არ უნდა გაიშვიროს, არამედ პარტიის თავმჯდომარისკენ.

„გამოვრიცხავთ თანამშრომლობას მასთან, ვინც დანაშაულებრივ რეჟიმად მიგვიჩნევს. ეკა ბესელიას თუ რეალურად პრობლემის დასახელება უნდა ხელი კობახიძეზე და ოხანაშვილზე კი არ უნდა გაიშვიროს, მათ კი არ უნდა დააბრალოს პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ამ ყველაფრის უკან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას. თუ პოლიტიკოსი ხმას აიმაღლებს იმის სიმამაცეც უნდა ეყოს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

იტვირთბა....