“დასრულდა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში “ჩასმის” პროცესი. აღდგა ნომენკლატურული კაპიტალიზმის სისტემა, როდესაც ხელისუფლება არის ბიზნესის დირექტორი და სრულად აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს. ეს იყო ბოლო ორი ელემენტი, რაც ხელს უშლიდა ქართულ ოცნებას საკუთარი თავის “ნაციონალური მოძრაობის” სამართალმემკვიდრედ გამოცხადებაში. გადმოფორმების პროცესი დასრულდა. ახლა შეუძლიათ სახელებიც გაცვალონ. პავლე გახდა სავლე. შესაბამისად, სავლეს შანსები, გახდეს პავლე, გაიზარდა.”
გია ხუხაშვილი