“მამუკა ხაზარაძე დარჩა აქციების მფლობელად, ამიტომაც ამ ეტაპზე არ ვვარაუდობ მის წასვლას პოლიტიკაში. დასავლეთი ახალი ოპოზიციური ლიდერის მოლოდინშია, მაგრამ რამდენად კომფორტული იქნება ხაზარაძის შემოსვლა პოლიტიკაში, ორი ძირითადი კონკურენტისთვის “ნაციონალებისთვის“ და “ოცნებისთვის“, საკითხავი ეს არის. მგონია, რომ ამ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ აბსოლუტურად განკულაკებული იქნება და სხვა გამოსავალი აღარ დარჩება. არ მგონია, რომ საბოლოოდ მიაყენონ ხაზარაძე კედელთან, რომ მას პოლიტიკისკენ უბიძგონ. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში გაცილებით მძიმე ოპონენტი შეიძლება იყოს, ვიდრე სააკაშვილი ჰოლანდიაში”.
ხათუნა ლაგაზიძე