ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ-ს სასამართლო პროცესი დღეს, 16 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პროცესზე არასრულწლოვანის ჩვენებას საკუთარი ნებით მისცემს. აღსანიშნავია, რომ დ.ღ თავს უდანაშაულოდ თვლის.
შეგახსენებთ, დ.ღ.2018 წლის ზაფხულში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.