ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მიმაჩნია, რომ 9, 10 თუ 5 ადამიანის გუნდიდან გასვლა რყევად შეფასდეს” – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ უმრავლესობის შესაძლო დატოვების შესახებ შეფასებისას, განაცხადა, რომ  გუნდიდან რამოდენიმე ადამიანის გასვლა არ შეიძლება რყევად შეფასდეს.

“ეს არის ინდიკატორი და აჩვენებს, რომ დამოკიდებულებები დაძაბულობა, გაცილებით უფრო მძიმეა და უფრო მკვეთრია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით გეჩვენოს. არ შეიძლება, რომ იმ ადამიანებმა, ვინც შემოგვთავაზეს ეს კანონპროექტები, არ იცოდნენ მისი შეუსაბამობის შესახებ გარკვეულ თემებთან მიმართებაში. არ მიმაჩნია, რომ გუნდში რყევა ან გუნდში 9, 10 თუ 5 ადამიანის გუნდიდან გასვლა რაიმე მართლა რყევად შეიძლება შეფასდეს. მთავარი, ჩემი ფიქრი საითაც მიმართულია და დარდი იმისკენ, რომ ამ რყევამ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე არ გადაინაცვლოს საზოგადოებაში,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებეთ, რომ უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა უკვე დატოვა.

იტვირთბა....