დღევანდელი დღის შემდეგ საქმისა და ემოციების გამიჯვნა ცოტა მიჭირს. თუ ვილაპარაკებთ საქმეზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია და არც მიზანშეწონილია. თუ გვაქვს კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი – სასამართლოს დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, ამისკენ უნდა ვიაროთ კონსტიტუციისა და კანონის გზით. რაც შეეხება ემოციებს, არ მინდა დეტალებში შესვლა და ყოველთვის თავს ვიკავებ ამისგან, რაც არ უდა ხდებოდეს, როგორი ინტერესიც არ უნდა გქონდეს კონკრეტული საკითხების მიმართ, სახე არ უნდა დაკარგო
მამუკა მდინარაძე