შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს – პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.