ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რას გამოიწვევს ანაკლიის პროექტის შეჩერება – “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” 5 პუნქტს აქვეყნებს

“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ანაკლიის პორტის თემას ეხება. გამოქვეყნებულია 5 პუნქტი თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პორტის მშენებლობის პროექტის შეჩერება. ისინი თვლიან, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. კონკრეტულად, რას გამოიწვევს ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება:

1 – სარკინიგზო სფეროში – უღელტეხილის რეკონსტრუქცის (მოდერნიზაციის) პირობებში, რომლის დასრულება, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზისამოქმედების სინქრონულად უნდა განხორციელდეს, რა დროსაც რკინიგზისარსებული გამზიდუნარიანობა, ფაქტიურად შეუზღუდავი იქნება, ანაკლიისპროექტის შეჩერება, შესაბამისად, ტვირთნაკადების ალტერნატიულ დერეფნებშიგადადინება, გამოიწვევს რკინიგზის მოდერნიზაციაში დაბანდებული ფინანსურირესურსების დაბალი უკუგებით და განგრძობილ ვადაში ამოღებას, რაც ახლოპერსპექტივაში რკინიგზას სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდებს;

2 – იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოში, კერძოდ, აზია წყნარი ოკეანიისტვირთწარმომქნელ რეგიონებში, ინტენსიურად მიმდინარეობს ტვირთნაკადების, კონსოლიდაცია და კონტეინერიზაცია, (შავი ზღვის რეგიონში საშუალოდ, წელიწადში 8-10 % ს შეადგენს რეგიონში საკონტეინერო ნაკადის ზრდა), ანაკლისპროექტის შეჩერაბა, გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკაში მზარდი – ფინანსურად მომგებიანი საკონტეინერო გადაზიდვების დაკარგვას;

3 – იმ ვითარებაში, როცა საქართველოს სავაჭრო სალდო 3.5 ს შეადგენს, რაც, არამომგებიანს ხდის ქართველი საავტომობილო გადამზიდავის ევროპისგადაზიდვების ქსელში ჩართვას, ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედება, წარმოადგენს მყარ საფუძველს ქართველი გადამზიდავი ჩაერთოს შიდა ანსომხეთი / აზერბაიჯანის რეგიონალურ საავტომობილო გადაზიდვებში, რაც ამდარგის გადარჩენის ერთ – ერთი წინაპირობაა;

4 – ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის განხორციელება, ფინანსურადმომგებიან და მიმზიდველს ხდის მის არეალში ლოგისტიკური ცენტრისმოწყობის შესაძლებლობას;

5 – ანაკლიის ნავსადგურის არსებული ტერიტორია, შესაძლებელს ხდის ევროპისმიმართულებით როგორ საავტომობილო ისე სარკინიგზო ბორნებისგანვითარებას;

იტვირთბა....