aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: “მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ „არ-ტი-ელთან“ (RTL) ინტერვიუში განაცხადა.

ამის შესახებ საზაგადოებრივი მაუწყებელი წერს.

მისივე თქმით, ძალიან უცნაური შეგრძნებაა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტის რანგში დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც გაიზარდა.

„მე თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. მე ყოველთვის ვამბობდი და რამდენიმე წლის წინ დაწერილ წიგნშიც აღვნიშნე, რომ მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. დღეს მე ვარ იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა მშობლებმა, ბებიამ და პაპამ დატოვეს, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგ. მე, გარკვეულწილად, იმიტომაც ამირჩიეს, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის ქართული წარმომავლობა და ფრანგული განათლება უპირატესობაა.„ვფიქრობ, სწორედ ამან მოიზიდა ამომრჩევლები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი კავკასიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

იტვირთბა....