ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია: პოლიტსაბჭოს განცხადებაში რამდენიმე უზუსტობაა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მის მიერ ინიცირებულ იდეას მხარი შეხვედრაზე ყველა წევრმა დაუჭირა და თუ ამჟამად ფორმულირებაშია პრობლემა, კანონპროექტის ფორმულირების შეცვლა შესაძლებელია.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში რამდენიმე უზუსტობაა:

“პირველი – არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის, ბოლო სხდომაზე, დაუჭერდნენ თუ არა მხარს, უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას. იდეას დაეთანხმა ყველა. არავის, არც ერთ სხდომაზე უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს, შეიძლება ვერ თქვეს, არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს არ ყოფილა შეუთანხმებელი. რაც შეეხება ფორმულირებას, ამის თაობაზე განხილვა ამ დრომდე არც ფრაქციას, არც უმრავლესობას და არც კომიტეტს ჩაუნიშნავს. ფორმულირების შეცვლა ან დამატება ახლაც შესაძლებელია, პირველ მოსმენამდე. თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, საბაბია. რაც შეეხება არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....