ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ დაადასტურა, რომ ვერცხლის ქუჩაზე კიდევ ერთი პირია დაჭრილი

გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლს, რომელსაც ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.

აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....