მთავარი ციტატა

“სწორი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ასეთ საქმეებში ფიგურირებს”

“11 წლის წინანდელი საქმე სადრე იყო დამალული და ასე უცბად ამოტივტივდა?! სწორი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ასეთ საქმეებში ფიგურირებს. ივანიშვილმა თავად არ გვითხრა, რომ ვცადე შერიგება თუ საქმის მოგვარება ხაზარაძესა და ჩხარტიშვილს შორისო? ეს თვითონ არ გვითხრა?! ვინმემ დავაბრალეთ ივანიშვილს ეს ამბავი?! სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, ქუჩური გარჩევები დასჯადი უნდა გახდეს. რა ტიპის გარჩევა იყო, რა მოაგვარეს ან რა ვერ მოაგვარეს, შესაძლოა ახალი კანონის ფონზე უკეთ გაირკვეს. გარჩევა გარჩევაა და სასამართლოსა და ოფიციალური სტრუქტურების გარეთ თუ რაიმე ირჩევა, გინდ ბეტონის შენობაში იყოს, გინდ გადაუხურავ ქუჩაში და გინდ შუშის შენობაში. დავების გარჩევა სასამართლოში ვიცი, ხოლო დავების სხვაგან გარჩევა ახალი პრობლების შექმნას ნიშნავს”

დავით უსუფაშვილი

გადაცემა “360 გრადუსი”

იტვირთბა....