ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლება მე-5 კლასიდან დაინერგება

სკოლებში ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2020 წლიდან დაიწყება. განათლების სამინიატროს ინფორმაციით, მოსწავლებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მეორე უცხო ენა და მათი სურვილის შემთხვევაში ეს იქნება ჩინური ენა.

როგორც ირკვევა, ჩინური ენის შესწავლა საჯარო სკოლის მოსწავლეებს მე-5 კლასიდან შეეძლებათ. რაც შეეხებათ პედაგოგებს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, როდის უნდა დაიწყოს მასავლებელთა გადამზადების პროცესი.

“ჩინური ენის შესწავლა მომავალში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მისი მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

 

იტვირთბა....