ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰოკეისტი თამაშის დროს წაიქცა და გარდაიცვალა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ნოვისიბირსკში. ჰოკეის მატჩის დროს, სადაც ერთმანეთს გუნდები “უდარნიკი” და “ტიტანები” ხვდებოდნენ, ერთ-ერთი ჰოკეისტი, კერძოდ მეკარე წაიქცა, აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის თამაში მოწინააღმდეგეს მოედანზე მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთები ავრცელებენ.

მაშველები, ოპერატიულად შევარდნენ მოედანზე, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ირკვევა, მატჩის წინ ის ცუდად იყო, თუმცა თანაგუნდელებისა და მწრთნელისთვის არაფერი უთქვამს. გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ ქმარმა მოედანზე გასვლის წინ უთხრა, რომ შეუძლოდ იყო.

აღსანიშნავია, რომ თამაში მოყვარულ ჰოკეისტთა შორის მიმდინარეობდა და გარდაცვლილი 55 წლის იყო.

დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ჰოკეისტის დაღუპვის რეალური მიზეზი მოგვიანებით გაირკვევა.

იტვირთბა....