“პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია დეკანოზ მამალაძის შეწყალებისკენ ნაბიჯის გადადგმა. სამწუხაროა, რომ დეკანოზ მამა გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე ერთხელ მისივე მოთხოვნის საფუძველზე მამა გიორგის შევხვდი, მისი არგუმენტები მოვისმინე. თუ საჭირო იქნება, მამა გიორგი მამალაძეს მოვინახულებ საავადმყოფოშიც. ამ საქმეზე საუბარი ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც ეს ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც საპატრიარქოა.”
სოფო კილაძე