არ შევუდგები დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვას. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, რადგან ინსულტის შედეგებთან ბრძოლა პირადად მომიწია და დღემდე მიწევს. ინსულტის გადატანის შემდეგ ადამიანი შეძლებს ფეხზე დადგომას თუ დარჩება ლოგინად ჩავარდნილი მთელი ცხოვრება, მთლიანად დამოკიდებულია რეაბილიტაციის პროცესზე, ძალისხმევაზე, მუდმივ ვარჯიშებზე, მასაჟებზე, გარემოზე, სწორ კომუნიკაციაზე, რომლის უზრუნველყოფა ციხის პირობებში შეუძლებელია. ამის გაკეთება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეუძლიათ. შესაბამისად, მისი შეწყალება დღეს არ არის პოლიტიკური ან რამე სხვა საკითხი. უბრალოდ ადამიანურობის საკითხია.
ნინო ჯანგირაშვილი