მთავარი ციტატა

“საიდან გვაქვს ასეთი მხარდაჭერა, მე და ჩემს პარტიას, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში?

“განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა-აბა, თქვენ თავს დაუსვით კითხვა, საიდან გვაქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში? რაც წინა არჩევნებზეც დაადასტურეს ქართველმა აზერბაიჯანელებმა და ქართველმა სომხებმა….იმიტომ, რომ სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი. არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის, ვისაც სომხები ეზიზღება – მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი…ვისაც აზერბაიჯანელი სძულს, მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი..მათ ვისაც ებრაელი ეზიზღება, ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს, ყველაზე ქართველად დავრჩები. უახლეს ისტორიაში არავის გაუკეთბია იმაზე მეტი,ვიდრე ჩემს მთავრობას ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოში ინტეგრაციისთვის. და ამიტომ, მადლიერმა ხალხმა,მიუხედავად დიდი ზეწოლისა,მაინც მოგვცა ხმა”.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

სააკაშვილმა გენეტიკური ტესტი ჩაიტარა: “არაქართული წვეთი სისხლი არაა ჩემში”

 

 

იტვირთბა....