ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზ მამალაძის მხარდამჭერები პატრიარქს მოუწოდებენ, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართოს

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მათი განცხადებით, დეკანოზი უნდა გათავისუფლდეს და ამის შემდეგ სინოდის სხდომას დაესწროს.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

“ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს მისი შეწყალების თაობაზე მიმართოს. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პატრიარქს, შეასრულოს „მწყემსი კეთილობა“. იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ ნაბიჯს, რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, გუშინ მამა ნიკოლოზმა აზიარა და მღვდელმაც დააფიქსირა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ინსულტი აქვს”,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

იტვირთბა....