“მამუკა ხაზარაძე და „თიბისი ბანკი“ აღარ არის მხოლოდ „თიბისი ბანკი“. დღეს, მათთან დაკავშირებით გაცილებით უფრო დიდი ამბავია – ეს არის ანაკლიის პორტი, რომელიც ხვალ და ზეგ, ამ პროექტის დასრულების პირობებში, ჩვენი ქვეყნისთვის ხერხემლად იქცევა. ეს არის ყველაზე რეალური ამბავი, რომელიც საქართველოს საინტერესო, მიმზიდველ, სტრატეგიულ პარტნიორად აქცევს მთელი დასავლეთისთვის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, გიორგი კვირიკაშვილი გადაყვა ამ საქმეს და ახლა ამ თემაზე რაღაც ენის „მოჩლექვით“ ლაპარაკი ძალიან სასაცილო ხდება ყველას მხრიდან, ვინც ამ თემებზე საუბარს თავს არიდებს”.
თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
წყარო: “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“