მთაწმინდის გამგეობამ მრავალშვილიანი დედების ავტორბოლის ღონისძიებისთვის 14 115 ლარი გამოყო.
ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კი აუცილებელი პირობა ორზე მეტი შვილის ყოლაა. შეჯიბრში სულ 15 მონაწილე იქნება. რეგისტრაციისთვის აუცილებელია მართვის მოწმობების წარდგენა.
რბოლის შედეგად 3 გამარჯვებული გამოვლინდება, თუმცა გამგეობა განაწყენებულს არც სხვა მონაწილეებს დატოვებს.
თაიგულები და პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერები – ეს იმ საჩუქრების ნუსხაა, რომლის თანხაც მთაწმინდის გამგეობამ სატენდერო თანხის სრულ ღირებულებაში შეიტანა.