ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ “დეფორმას” ვერანაირად ვერ შევუერთდებით”- ილიაუნის რექტორი

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში მმართველი საბჭოების შეკრების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ე.წ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

ნინო დობორჯგინის თქმით, ამ “დეფორმას” – “ვერანაირად ვერ შეუერთდებიან”.

“უნივერსიტეტის მმართველი საბჭოები შეიკრიბა, დღესვე გამოვაქვეყნებთ განცხადებას, რომ ამ დეფორმას ვერანაირად ვერ შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით, რადგან ეს არის მართლაც, ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენი პროფესორების ისეთი ენთუზიაზმით და ენერგიით შექმნილი კვლევა, სწავლების უნიკალური პროგრამები, რომლებსაც უბრალოდ ასე ინფრასტრუქტურის და ძალოვანი მინისტრების მიერ შემუშავებულ კონცეფციას ვერ გადავაყოლებთ.

ჩვენ ამის შესახებ პირველივე დღეს ვთქვით, მოვუწოდებდით გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ მათ შეეჩერებინათ ეს პროცესი და დაეწყოთ ღია, ინკლუზიური პროცესი, რაც მათ არ შეისმინეს. ვაპირებთ ყველა გზებით გავაგრძელოთ ჩვენი სიმართლისთვის ბრძოლა”, – თქვა ნინო დობორჯგინიძემ TV პირველთან. 

***

დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „ერთი ქალაქი -ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მოგვიანებით, ქართული ოცნების განათლების სამინისტრომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტები გამოაქვეყნა. 

მათი მტკიცებით, კვოტები განაწილდა “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

სტუ – საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ – მედიცინის სპეციალობები ილიაუნი – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი – შესაბამისი სპეციალობები

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – მრავალფუნქციური სპეციალობები

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა

იტვირთბა....