მთავარი ციტატა

“მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, ამაში არავის ვეთანხმები”

“როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, ამაში არავის ვეთანხმები, პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, თუნდაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, გარკვეულწილად არის პოლიტიკური პროცესი. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, ამიტომ იყო პოლიტიკოსების ჩართულობა ამ თემაში და მათი განცხადებები მუდმივად გვესმოდა თემის ირგვლივ. არამარტო განცხადებები, არამედ კითხვებიც. ანუ პოლიტიკოსები კითხვით მოგვმართავდნენ საჯარო სივრცეში, რომ რაღაც მოსწონდათ ან არ მოსწონდათ ან სხვაგვარად უნდოდათ, გაკეთებულიყო. ეს ხომ ფაქტია?! ამ კითხვებზე საპასუხო განცხადების გაკეთება რატომ ითვლება პოლიტიკურ განცხადებად?! ჩვენ არ ვაკეთებთ არც ერთ განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ საპასუხო განცხადებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე”.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი  მიქაუტაძე

 

იტვირთბა....