ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლადო ბედუკაძეს დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში აქვს მიყენებული

ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძ, რომელსაც დღეს სცემეს, ალადაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს. კლინიკა უკვე დატოვა დაპირისპირებაში მონაწილე მეორე პირმაც.

ექიმის თქმით, ორივე პაციენტს დაზიანებები, ძირითადად, სახის მიდამოებში ჰქონდათ მიყენებული.

“კურიერის” ინფორმაციით, ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.

“მეტრონომს” ბედუკაძისა და ერთ-ერთ პირს შორის დაპირისპირების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლითაა დაწყებული. იდენტიფიცირებულია ორივე მხარე და დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....