ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ცემეს. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. “კურიერის” ინფორმაციით, ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.
“მეტრონომს” ბედუკაძისა და ერთ-ერთ პირს შორის დაპირისპირების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლითაა დაწყებული. იდენტიფიცირებულია ორივე მხარე და დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.