ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგა ზედანია: ულტიმატუმი და ვადაზე საუბარი ვერ იქნება განხილული როგორც სერიოზული საუბარი

“ცხადია, რომ ულტიმატუმი და ვადაზე საუბარი ვერ იქნება განხილული როგორც სერიოზული საუბარი”, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ სტუდენტების უწყვეტი საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სტდენტების მოთხოვნებზე  წარმომადგენლობითი თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ.

“ცხადია, რომ ულტიმატუმი და ვადაზე საუბარი ვერ იქნება განხილული როგორც სერიოზული საუბარი, თუმცა, რაც შეეხება სერიოზულ საუბარს, ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ პროცესის გაგრძელებას. მათ მოთხოვნებზე წარმომადგენლობითი თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ. ახლა ხდება ორგანიზება, რათა შეიკრიბის კოლეგიალური საბჭოები, თუმცა არ ვიცი როგორ მოხდება შეკრება. მოთხოვნა და ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ“, – განაცხადა გიგა ზედანიამ.

ამავე თემაზე: ილიაუნის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო

 

იტვირთბა....