ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე, არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში.
მისივე თქმით, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია.
“დღეს არსებული მოდელით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ამ საბჭოს შემადგენლობაში. თუმცა არ ვიცი, ალბათ, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ ჯგუფში, თუ აქვს პრეზიდენტს სურვილი და კიდევ დამატებით თუ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციებიდან მიზანშეწონილი იქნება თუ არა ამ მიმართულებით პრეზიდენტის დამატება. მზა პასუხი ნამდვილად არ მაქვს და ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოფო კილაძემ პრეზიდენტის პოზიციის პასუხად, რო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს.