ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

cronachedella campania-ის ინფორმაციით იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მედია საშუალების ინფორმაციით, 21 წლის ზ.კ. პოლიციამ ქალაქ ნაპოლში დააკავა. საქართველოს მოქალაქე ავტობუსის გაჩერებაზე ორ პირთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის ყურადღება მიიქცია. როგორც კი, სამართალდამცველებმა მასთან მიახლოება დაიწყეს, მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა მისი დაკავება ადგილზევე მოახერხეს.

მედიის ცნობით, ჩხრეკის შედეგად სამარტალდამცველებმა ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი და 25 ვაზნა აღმოუჩინეს.

იტვირთბა....