“რუსთვი2”-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში”, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც პატრიარქის წარმატებულ წინამძღოლობას ეხებოდა უპასუხა, რომ ამ ყველაფერს ისტორია შეაფასებს.
“მე თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან, ეკლესია რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, მეტი თავგანწირულობა იქნებოდა” – განაცხადა მეუფემ.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ ეკლესიას უფრო მეტი თავგანწირულობა შეეძლო გამოეჩინა 1990-იან წლებში.
„ეკლესიას, მე ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა აქვს და მეტი შეიძლებოდა, 1990-იანების მოვლენებიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც უკანონოდ კანონიერი ხელისუფლება იარაღის მეშვეობით დაამხეს. ასევე, შეეძლო ეკლესიას, მეტი თავგანწირულობა გამოეხატა“. – ამბობს მეუფე პეტრე.
მისი თქმით, ეკლესია რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, სახელმწიფოებრიობა უფრო ჯანსაღი იქნებოდა დღეს.
„ის, რომ ეკლესიაში უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო, ის, რომ ეკლესიაში გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს და გაჯანსაღებული ეკლესია უნდა გახდეს ფუნდამენტი, საძირკველი ჩვენი ახალი საქართველოს აღმშენებლობის, ეროვნული და სახელმწიფოებრივი სახელმწიფოს შექმნისა, რომელიც დღემდე ვერ შევქმენით, რა თქმა უნდა, ამ აზრს ყოველთვის ჰყავს მხარდამჭერთა უმრავლესობა,“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.