ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მითი უნდა დაინგრეს, რომ პატრიარქმა რამე არ იცის” – მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ეკელიიის შიგნით მამხილებელზე “რუსთვის 2”-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში” ისაუბრა.

“პავლე მოციქულს უფალი ეუბნება, ნუ დადუმდებიან შენი ბაგეები უღირსთა სამხილებლად და მართალთა საქმეთა განსადიდებლად,” – აღნიშნა მეუფე პეტრმ

მეუფე პეტრეამბობს, რომ ის დიდი ხანია, საუბრობს და არ დაუმალავს ის მანკიერი მხარეები, რაც ეკლესიაში არის.

„ადმინისტრაციაში, რა თქმა უნდა არის, მანკიერებანი. როდესაც მე დავიწყე მხილება პატრიარქის მდივან რეფერანტისა და მისი გადაჭარბებული ძალაუფლებებისა, რომლის გამოც მე გამაკრიტიკეს, მაგრამ მერე სასამართლოზე თავად აღიარა… ციანიდის საქმემ ეს ძალიან კარგად გამოააშკარავა, რომელშიც ეს ნაწილია ჩართული და შორს რომ არ წავიდეთ, იქ ნივთმტკიცებულებადაც კი არის ფული – 500 დოლარი, რომელიც მამაოს მიჰქონდა გერმანიაში მდივან რეფერანტთან,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

“სისტემაში არის კრიზისი და არის პრობლემა,” – აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

ჭყონდიდი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გამოსავალი არის საეკლესიო სასამართლოს აღდგენაში და ეს მან ჯერ კიდევ ე.წ. ციანიდის საქმის გახმაურებამდე სინოდის სხდომაზე თქვა.

„მითი უნდა დაინგრეს. როდესაც მე სინოდზე დავსვი საკითხი და ვთხოვე უწმინდესს, რომ ციანიდის თემა განგვეხილა და მან არ ისურვა, იქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ პატრიარქმა რამე არ იცის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ საეკლესიო კანონი ირღვევა იმიტომ, რომ დღემდე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აძლევენ ზიარების საშუალებას.

იტვირთბა....