ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა

ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დაწერა. განცხადების დაწერის შემდეგ მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს.

ცნობილია, რომ მერთან ერთად თანამდებობას მისი გუნდიც ტოვებს. სამსახურიდან მიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძე. დუგლაძე აცხადებს, რომ ის მახათაძის გუნდის წევრია და თანამდებობაზე დარჩენას არ აპირებს. რაც შეეხება მერის წასვლის მიზეზს, დუგლაძე განმარტავს, რომ მახათაძის ადგილი „ქართული ოცნების“ გუნდში არ აღმოჩნდა.

კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვეა, აქციები იმართება. აღნიშნული მოთხოვნით მოშიმშილეთა აქცია მერის სამუშაო ოთახის კართანაც გაიმართა. მახათაძის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას პირადი კეთილდღეობისათვის იყენებდა და ბიუჯეტის ფულით კომფორტს იქმნიდა.

იტვირთბა....