ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია” – მამა პეტრე კოლხი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათი სადაც, სასულიერო პირი “ბენტლის” მარკის ავტომობილს მართავს.

ამ ფაქტს მამა პეტრე კოლხი, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ისეთ სასულიერო პირებს იცნობს, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ…

“არ ვიცი ,,ბენტლი” ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ…
თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთისმსახურებს კატეგორიებად…
მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად. სხვას კი სასაცილოდ იგდებენ…
ასეთი მიდგომით არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.
ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი სამწუხაროდ იმდენი ჩამოყალიბდა რამდენიც მღვდელია…
ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და ,,ბენტლით” ჩავუარო, დარწმუნებული ვარ გაჩერების სურვილი არ ექნება…
ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს!..” – წერს პეტრე კოლხი სოცილურ ქსელში. 

იტვირთბა....