ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობა ყველას ვინც არ ეგუება ქვეყანაში უზნეობას და გარყვნილებას” – უმრავლესობის წევრი

ქართული ოცნების წვერი, ალექსანდრე ერქვანია მხარს უჭერს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციის შესახებ კანონიდან უნდა ამოიღონ სიტყვები “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”. უმრავლესობის წევრმა პატრიოტთა ალიანსის წევრის ემზარ კვიციანის მიერ შეტანილ კანონპროექტზე საუბრისას ჰომოფობიური შინაარსის განცხადება გაავრცელა.

“მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს და ასევე, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც არ ეგუება ქვეყანაში უზნეობას და გარყვნილებას”, — თქვა ალექსანდრე ერქვანიამ.

მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის შესახებ კანონიდან ამ ტერმინების ამოღება კიდევ უფრო გააღვივებს ლგბტ თემის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას.

იტვირთბა....