ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს განიხილა ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ემზარ კვიციანის ინიცირებული პროექტის ავტორი საქართველოს დემოგრაფიული „საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
პროექტის ავტორები და მხარდამჭერები ითხოვენ, კანონიდან ამოიღონ ტერმინები – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“.
” დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კვორუმის არარსებობის გამო დღეს აღნიშნულ ინიციაივას კენჭი ვერ უყარეს.