ანა დოლიძის თქმით, საბჭოს გასვლითი შეხვედრა იმის მაჩვენებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებას ცვლილებები სჭირდება.
“დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზისთვის (ჯანეზაშვილი). თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემზე და ნაზიზე, ვიდრე საქმიანი ან სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პარლამენტისკენ”, — განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს, 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭო გასვლით სხდომას ატარებს. სხდომის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივასეხებოდა. საბჭოს წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივა არაკონსტიტუციურია.