მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ხვიჩია – სასამართლოს თემით, ქოცებს ქოცობა წართვეს

“მთავარი რაც მოხდა არის ის, რომ
ამ სასამართლოს თემით, ქოცებს ქოცობა წართვეს.
მოუსპეს საშუალება ნებისმიერი უხერხული კამათის ,,სისხლიან 9 წელზე გადასამისამართებლად, რადგან მთავარი საფრთხობელა რაზეც ,,9 წელი” იდგა , არათუ შინაარსითაა უცვლელი არამედ ფორმითაც.
მაშინდელი მურუსიძე დღეს უდრის არა მურუსიძის მსგავსს, არამედ თავად მურუსიძეს.

ზიან ახლა ბიძინაზე გაბრაზებული ქოცები, და არ იციან რა ქნან, მხარი დაუჭირონ ბიძინას, გამოდის რომ ჩინჩალაძეს უჭერენ მხარს (ანუ 9 წელს, რასაც აქამდე საკუთარ წარმოსახვაში ებრძოდნენ).
არ დაუჭირონ, რა ქნან? სხვა რამე აქამდე არც უფიქრიათ.
ამიტომ ვერ ლაპარაკობენ საჯაროდ, მაშინ როცა სრულიად არა გუნდის შიგნით სასაუბრო თემას ეხება საქმე.
(ეს ხალხი ფორმალურადაც კი არავის აურჩევია იმისთვის, რომ რაც მთავრობაში ადამიანებისთვის საინტერესო ხდება, საგულდაგულოდ დაუმალონ ხალხს, გუნდურობის მოტივით)

ჩვენი, ქართველი ხალხის ამოცანა უკვე არა მხოლოდ მურუსიძე და მისი ხელის დამფარებლების გაშვებაა სასამართლოდან ( ,,9 წელ წართმეული” ქოცები დიდი ხანი ისედაც ვერ გაჩერდებიან ხელისუფლებაში), არამედ იმის გააზრებაც, რომ კლანი სხვა შემდეგ მთავრობებსაც ზუსტად ისე მოემსახურება და მოერგება, როგორც წინა ორ შემთხვევაში აკეთებდა ამას.
ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს საუბრის უფლება (ნელ- ნელა მიაქვთ ეგ უფლებაც), ყველამ, ყველგან და ყოველთვის უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ სასამართლო მოგვპარეს და ის არა ჩვენს დასაცავად, არამედ ჩვენს შესაშინებლად და დასატყვევებლად არის გამოყენებული”, – წერს სოციალურ ქსელში “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.

იტვირთბა....