aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი: სააკაშვილს არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ შეკრებას ეხმაურება.

უსუფაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით.

“მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 თებერვალს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში “თანამემამულეთა მსოფლიო კრება” გამართა, სადაც ენმ-ის მომხრეებთან ერთად,  მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

იტვირთბა....