საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლისთვის ჯერ ნიადაგი მზად არ არის. მან დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, არის თუ არა ის სიტუაცია, რომ ქვეყანაში მათთან ერთად შემოვიდეს, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი, რაც მიიღო უარი, სააკაშვილი დაეთანხმა, რომ ამ ეტაპზე არ არის სიტუაცია, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა დასძინა, რომ ეს უნდა მოხდეს უახლოეს კვირებში ან თვეებში.