ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს შეურიგდება, კარიერის გაგრძელების საშუალება მაინც არ მიეცემა.
“ვაპირებ, რომ გავიმარჯვო. სხვანაირად რომ გავჩერდე ამ ფედერაციაში, (რომ შევურიგდე გეგა გეგეშიძეს) არ მომეცემა კარიერის გაგრძელების საშუალება. არ მომცემენ საშუალებას, სამართლიანად დავამტკიცო ჩემი სიმართლე”, — ამბობს დათუნაშვილი.
მისი თქმით, გეგეშიძეს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ სურს, ის გააჩუმოს და სკამი შეინარჩუნოს. დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძის სინანული ფორმალობაა და რეალურად არაფერი შეიცვლება.
დათუნაშვილი ამბობს, რომ სხვა მოჭიდავეები უჭერენ მხარს, მაგრამ საჯაროდ ვერ ამბობენ, რადგან ეშინიათ, მათაც იგივე არ გადახდეთ.
შეგახსენებთ, რომ გეგა გეგეშიძის განცხადებით, ის ნანობს თავის საქციელს.