ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია – გუგული მაღრაძე ია კერზაიას საწინააღმდეგო ანონიმურ წერილზე

“ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია” — მაღრაძე ია კერზაიას საწინააღმდეგო წერილზე პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”, გუგული მაღრაძემ 7 თებერვალს განათლების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ წერილს, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექცია ჩატარდა.

“ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი”, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, გუგული მაღრაძე ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესულ ანონიმურ წერილს, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექცია ჩატარდა. “მე ამდენ ხანს არ მქონდა ეს განცხადება ნანახი და ახლა წავიკითხე, დამერწმუნეთ, ასეთი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არსებობენ ნამდვილად, ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი… ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას ამბობდა, აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა. სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად, უფრო ისე, რომ მართლა ყოფილიყო. ეს არის კონკრეტული ადამიანი, ლავრენტია, ბიკენტია, თუ ვინ არის, მაგ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ვიღაც ადამიანის დაწერილი, რომელსაც… არიან ადამიანები, ვისაც ბოღმაც ახრჩობს, ქალბატონი იას მიმართ, მაგრამ ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, სხვა ამბავია, როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება სამინისტროს – იმ დღესვე გაეშვა ჯგუფი, მეორე დღეს გაეშვა თუ სხვა, მაგრამ დაბრალება იმის, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ესეც ახალი ცილისწამებაა, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობები უნდა გამოიწვიო”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელია იმყოფებოდა.

მან განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მიმართა: “ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?”

იტვირთბა....