მთავარი ციტატა

უტვინო განცხადება გააკეთა – მეუფე იაკობი რუს მიტროპოლიტზე

„ჩვენმა მასმედიამ რომ დაწერა ის სიტყვები, მე მეგონა ან ჟირინოვსკიმ თქვა, ან ჟირინოვსკის პარტიამ თქვა, სამარცხვინოა, თან საგარეო ის რომ აბარია. ეგენი ვერ შეეშვნენ იმას, როგორც იყვნენ ძველად ქოპერპროკურორების ქვეშ, მერე КГБ-ს ქვეშ იყვნენ, ახლა ФСБ-ს და ГРУ- ქვეშ არიან. თბილისში თუ ჩამობრძანდა, მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები რა, ვიღაცა ალფაევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს. ეგ კარგად იცოდეთ. შოვინიზმი და ყველაფერი იყო მაგასთან. არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო, როცა ლაპარაკობდა. ამიტომ მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები, იმიტომ რომ უტვინო განცხადება გააკეთა როგორც ყოველთვის”.

ქორეპისკოპოსი იაკობი

“რუსთავი 2-ის” ეთერი

ქორეპისკოპოსი  რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 

რუსეთის საპატრიარქო: საქართველოს ეკლესიას ესმის, რა შეიძლება დაემუქროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში

იტვირთბა....