მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ის ადამიანები, რომლებიც ფარულ კადრებს ავრცელებენ, ვერაფერს გახდებიან, რომ არა ისინი, ვინც ამ ჩანაწერებს უყურებენ”

ის ადამიანები, რომლებიც ფარულ, პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს აქვეყნებენ, ვერაფერს გახდებიან, რომ არა ის ადამიანები, რომლებიც ამ ჩანაწერებს უყურებენ ან უნდათ რომ უყურონ. ამიტომ ამ ვიდეოების მაყურებლებიც იმავე სიბინძურის მონაწილენი არიან. კარგად უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი ვიდეოები შესაძლოა არსებობდეს თქვენზე, თქვენს დედებსა და მამებზე, თქვენს ცოლებსა და ქმრებზე, თქვენს შეყვარებულებზე ან მეგობრებზე, ანაც თქვენს შვილებზე. და როდესაც მსგავსი ვიდეოს ყურებას გადაწყვეტთ, ყოველთვის გაგახსენდეთ, რომ თქვენი ახლობლების ვიდეოებსაც უყურებენ თქვენივე ორეულები და ხითხითებენ, ფუსფუსებენ ან კმაყოფილები, მაგრამ დამწუხრებული სახეებით თავს აქეთ-იქეთ აქნევენ

 გიორგი მშვენიერაძე 

იტვირთბა....