ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ლ.ვ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გერს – 1998 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....