ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზიზღრობის გავრცელება აწყობს მას, ვინც მოგებული დარჩა “ოცნება” კი არ დარჩენილა მოგებული” – კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ , „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული.

„გეთანხმებით, რომ ყველაზე მთავარი, ცენტრალური საკითხია, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება. ასევე მნიშვნელოვანია, რეაგირების გარეშე არ დარჩნენ ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც მოხდა ამ საზიზღრობის მიწოდება. იმისთვის, რომ მომავალში, ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამის გავრცელებაც დასჯადია და ამის გავრცელებაზეც კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს მოახდენს იმის პრევენციას, რომ ასეთი ამორალური საქციელი სხვამ არ ჩაიდინოს”, – განაცხადა კილაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხელისუფლებას აქვს თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ დამკვეთებამდე  მივიდეს გამოძიება, როცა ეკა ბესელია მიანიშნებს მის გუნდზე, მოსამართლეებსა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულ ჯგუფზე.

„ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის „ბრალდებები“ უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება – იმ ჯგუფებს, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა – ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი”, – განაცხადა კილაძემ.

იტვირთბა....