“სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის, 157 -ე მუხლი, რომელიც პირად ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს ეხება, ეს მუხლი “ნაციონალური მოძრაობის” დროს მკვდარი მუხლი იყო. “ნაციონალური მოძრაობის” დროს არც ერთი სისხლის სამართლის სამართლის საქმე არ აღძრულა ამ მუხლით და ვერც აღიძრებოდა, რადგან თავად იღებდნენ, თავად იწერდნენ, იღებდნენ ერთმანეთსაც, მტერსაც, მოყვარესაც. მათ დროს პირადი ცხოვრების, ინტიმის ამსახველი არც ერთ კადრი არ გავრცელებულა, რადგან ამ კადრებს ჰქონდა დანიშნულება, ის გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის…”
ლაშა ნაცვლიშვილი