ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეის მდგომარეობით, არ არსებობს საშიშროება, რომ პარტია ვინმემ დატოვოს” – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ პარტია „ქართული ოცნების“ რიგებს ვინმე გამოაკლდეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა დღეის მდგომარეობით, არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმემ დატოვოს პარტია „ქართული ოცნება

„როდესაც კოალიციური მთავრობა იყო, მაშინაც ბევრი კითხვა ისმოდა, რომ აი, რა მოხდება, თუ კოალიცია დაიშლება და „ქართული ოცნება“ ცალკე გამოვა. მაშინაც ვამბობდი, რომ ეს არის პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესების ნაწილი, ყველა ქვეყანაში ხდება ანალოგიური, იშლება, იკრიბება და იქმნება კოალიციები, შესაბამისად, მოხდა ისე, რომ დაიშალა კოალიცია და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმათა უმრავლესობა, ყველა არჩევნებში, რომელიც დღემდე იქნა ჩატარებული.

რაც შეეხება უმრავლესობიდან თუ გავა ვინმე, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმემ დატოვოს პარტია, თუმცა თუ რომელიმე კონკრეტული პიროვნება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. პარტია „ქართული ოცნება“ მაინც უმრავლესობით გააგრძელებს მოღვაწეობას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გაცემული აქვს ხალხის წინაშე“,- განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....