„ტრადიციული მასკარადი იყო. ცხადია, ყველა ის ადამიანი დარნაზიდან იყო გასაშვები. ვისაც გირაო შეუფარდეს, არ ვიცი რისთვის შეუფარდეს. ამ ადამიანებმა მესენჯერში მიიღეს ვიდეოფაილი, მათგან ნაწილს საერთოდ არ უნახავს და ამის გამო ადამიანებს ციხეში ჩასმას უპირებენ და გირაოთი გამოუშვეს. ეს საშინელი პრეცედენტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს, ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს. ეს თქვა დღეს სასამართლომ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს გირაოთი გამოუშვა, მაგრამ არსებითი განხილვისას რას იზამს, კაცმა არ იცის. პატიმრობაში დატოვებული პირებიდან საფრთხე არ მომდინარეობდა, ამ ადამიანების პატიმრობაში დატოვების საფუძველი უბრალოდ არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური მასკარადი
ზურაბ ჯაფარიძე