ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ” – ფოფხაძე

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ

მისივე თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება.

„შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება. მე ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერ გავერკვიე, რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ეს სადაო არ არის. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, ამ ეტაპზე პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კონსტიტუციის შეცვლას პრინციპულად არც ითხოვდა ვინმე, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია. მე არავის მოვუწოდებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, უბრალოდ, თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ალბათ, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ავირჩიოთ ღირსეული მოსამართლეები. ამ პროცესის მიზანი უნდა იყოს ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ ღირსეული და წესიერი ადამიანები. ეს არავისთვის არის სადაო. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაიმართება. შეხვედრას ბიძინა ივანიშილიც ესწრება.

იტვირთბა....