მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ზოგიერთმა მოსამართლემ დააღვია ეთიკის კოდექსი, ეს იგივე რაც მღვდელი დისკოთეკაზე” – დოლიძე

სიმართლე გითხრათ, წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც ოჯახის წევრები და საკუთარი კლანიც კი არ „ულაიქებს“. დროს ნუ მაკარგვინებთ ამ საკითხზე.თუ ვინმე ღირსეული, კომპეტენტური და უფრო წონიანი გამოვა სიამოვნებით გამოვეხმაურები. ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე. ეს დაუშვებელია და მისახედია ის სრული აღრევა, რაც სასამართლო სივრციდან ხდება, როდესაც მოსამართლეები მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ დისკუსიებში. დანარჩენ რეაქციებს მათი ქმედებები ნამდვილად არ იმსახურებს

ანა დოლიძე

იტვირთბა....