“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფარული ჩანაწერების საქმის სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ სახელმწიფო აპირებს დასაჯოს ყველა ვინც ეს ფაილი ნახა, მას მოუწევს ათასობით ადამიანის დასჯა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე „გირჩის” 3 წევრია დაკავებული.
„დასასჯელია, ის ადამიანი, ვინც ეს ფაილი ატვირთა და მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. აქ მთავარია, პოლიტიკური მიზანი, ვიღაცას უნდოდა ამ ფაილის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, რომელიც დასასჯელია. ეს ამორალური საქციელია, მაგრამ ამის გამო ადამიანების დასჯას თუ დავიწყებთ, ამ ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანია დასასჯელი. ამ ათობით ათასიდან 16 ადამიანს თუ არჩევენ, ეს არის შერჩევითი სამართალი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ. რომ თბილისის საქალაო სასამართლოში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 17 პირიდან 9 პირის სასამართლო სხდომა დაიხურა და პროცესი იწყება.